სისხლის ჩაბარების აქცია ჩატარდა

30 ნოემბერი 2015

2015 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებმა და ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს სისხლის ჩაბარების აქციაში. აქციას, რომელიც ჩატარდა მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, ორგანიზება გაუწიეს ასოციაციის თანამშრომლებმა - მაია ალადაშვილმა და ბერდია ჯიბლაძემ. ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის აქციაში მონაწილე თითოეულ პირს, აუცილებლად გააგრძელებს მსგავს აქციებს და მოუწოდებს ყველა ადვოკატსა და მათ სტაჟიორებს დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ პირებს.

მომავალში, ადვოკატთა ასოციაცია კვლავ აპირებს ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღებას და მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომრებზე:

597 04 49 19 - მაია ალადაშვილი

599 17 13 92 - ბერდია ჯიბლაძე

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი